ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ყველას საერთო თამაშის წესები დაუწესდა
ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ყველას საერთო თამაშის წესები დაუწესდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ყველას საერთო თამაშის წესები დაუწესდა, სწორედ ამიტომ, ოპოზიცია დაფაცურდა-შეფაცურდა და შეშინდა.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, კარგი იქნებოდა, ოპოზიციურ პარტიებს თავიდანვე გაეზიარებინათ ის სულისკვეთება, რის გამოც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ცალკარა თამაშში აღმოვჩნდით, ეს ყოვლად მიუღებელია პოლიტიკაში. როცა ცალკარა თამაშში აღარ ვართ და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შემდეგ ყველას საერთო თამაშის წესები დაუწესდა, ოპოზიცია დაფაცურდა-შეფაცურდა, შეშინდა, რადგან მათთვის თანაბარი წესები დამღუპველია – ან პრივილეგია უნდა ჰქონდეთ მუდმივად, ან არაკონსტიტუციური გზებით უნდა ცდილობდნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, რაც საქართველოში არასოდეს მოხდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.