ირაკლი ქადაგიშვილი - 20 ივნისს რუსული პროვოკაცია ოპოზიციამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად გამოიყენა
ირაკლი ქადაგიშვილი - 20 ივნისს რუსული პროვოკაცია ოპოზიციამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად გამოიყენა

პროვოკაცია, რომელიც გავრილოვმა და რუსეთმა მოაწყვეს საპარლამენტო ორგანოში, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოსატანად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა თანამდებობიდან.

მისივე განმარტებით, მეორე, პოლიტიკური, მათ შორის სამართლებრივი პაუხისმგებლობა ეკისრება იმ ოპოზიციას, რომელმაც მოსახლეობის პროტესტი გადაზარდა შტურმში, ხოლო მესამეა აქციის დაშლის, პრევენციის საკითხი.

„ჩემთვის, როგორც არა პოლიტიკოსისთვის, 20 ივნისი ჩემს მეხსიერებაში ჩარჩა ორმხრივი შეფასებით. ერთი მხრივ, ახალგაზრდები, მოქალაქეები აპროტესტებდნენ იმ არასასიამოვნო ფაქტს, რაც გავრილოვის პარლამენტში საქციელს მოჰყვა. მეორე მხრივ, ეს არის მომენტი, როდესაც რუსული პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოეწყოთ.

სამწუხაროდ, ის პროვოკაცია, რომელიც გავრილოვმა და რუსეთმა მოაწყო საპარლამენტო ორგანოში, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოსატანად. პარტიის თავმჯდომარემ ძალიან ზუსტად და სამართლიანად გაყო პასუხისმგებლობები. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მან აიღო, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და კონკრეტული ნაბიჯი გადადგა, გადადგა თანამდებობიდან. პარლამენტის თავმჯდომარეობა ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაა. მეორე პოლიტიკური და მათ შორის სამართლებრივი პაუხისმგებლობა ეკისრება იმ ოპოზიციას, რომელმაც მოსახლეობის პროტესტი გადაზარდა შტურმში და სახელმწიფო ინსტიტუტების დალაშქვრაში. მესამე, თვითონ იმ აქციის მართვა, დაშლის და პრეცენციის საკითხი.

ვფიქრობ, ეს თემა კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი პოლიტიკური დისკუსიის დღის წესრიგში, მაგრამ ეს სამი პასუხისმებლობა გამოკვეთილია, შედეგებიც დამდგარია და შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით დიდი ამნისტია, რომელიც პოლიტიკურს, მათ შორის სისხლის სამართლებრივ დევნასაც გულისხმობს, აუცილებლად შედგება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.