ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტმა პოზიცია დააფიქსირა, რომ კონსტიტუციას ისევ დაარღვევს, მისი მიმართვაც ფარისევლობა აღმოჩნდა
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტმა პოზიცია დააფიქსირა, რომ კონსტიტუციას ისევ დაარღვევს, მისი მიმართვაც ფარისევლობა აღმოჩნდა

დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა პოზიცია დააფიქსირა, რომ კონსტიტუციას ისევ დაარღვევს, მისი ეს მიმართვაც ფარისევლობა აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი კვლავ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას.

„საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს უთხრა, რომ კონსტიტუციას არღვევს. როცა ამ ისტორიის შემდეგ პრეზიდენტმა თანხმობისთვის მთავრობას მიმართა, თითქოს პრეზიდენტმა მოთხოვნის შესრულება დაიწყო, თუმცა მთავრობამ ამა თუ იმ მიზეზის გამო უარი უთხრა და უნდა გაჩერებულიყო. მაშინ აღმოჩნდებოდა, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა და კონსტიტუციურ სივრცეს დაუბრუნდა. მაგრამ დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა პოზიცია დააფიქსირა, რომ კონსტიტუციას ისევ დაარღვევს. მისი ეს მიმართვაც ფარისევლობა აღმოჩნდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.