ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერის სიტყვაში კონცენტრირებულია ყველა ღირსეული მამულიშვილის ნააზრევი, საქართველო და მისი მომავალი
ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერის სიტყვაში კონცენტრირებულია ყველა ღირსეული მამულიშვილის ნააზრევი, საქართველო და მისი მომავალი

პრემიერის გამოსვლა იყო ის სიტყვა, სადაც კონცენტრირებულია ყველა ღირსეული მამულიშვილის ნათქვამი და ნააზრევი, საქართველო და მისი მომავალი. ეს არის ერთგვარი პროგრამული ხედვა იმისა, როგორია საქართველო, საიდან მოდის, სად ვართ და სად არის ჩვენი მომავალი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ-მინისტრის გამოსვლასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო არა მხოლოდ მისი წარმატება, არამედ თითოეული ქართველის, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო არის მისი განუყოფელი სამშობლო, მისი მომავალი მართლა დაფუძნებულია ისტორიულ წარსულზე, მის ფასეულობებზე და მომავალი დაკავშირებულია ევროპასთან.

რაც შეეხება ოპონენტების შეფასებას, აქ ლაპარაკია ძალადობაზე, როგორც უმრავლესობის მხრიდან უმცირესობაზე, არა მხოლოდ ფიზიკურზე, არამედ მორალურ ძალადობაზე, ლაპარაკია თავს მოხვევაზე, ქცევის კულტურაზე. სწორედ იმაზეა ლაპარაკი, რომ არცერთმა მხარემ არ უნდა მოახვიოს თავს მეორეს რაიმე. მათ შორის, როცა ლაპარაკია უმცირესობის ძალადობაზე, უნდა ვიგულისხმოთ არა ფიზიკური ძალადობა, არამედ როცა საზოგადოებას შეიძლება მოახვიო თავს პროპაგანდის მეშვეობით ან ისეთი ფასეულობების დამკვიდრებით, რომლებიც, რეალურად, არ არის შემხებლობაში ამ საზოგადოების ფასეულობასთან“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.