ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც მიხეილ სააკაშვილი ჰპირდებოდა ოპოზიციას ახტალის ტალახში ბანაობას
ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც მიხეილ სააკაშვილი ჰპირდებოდა ოპოზიციას ახტალის ტალახში ბანაობას

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც მიხეილ სააკაშვილი ჰპირდებოდა ოპოზიციას ახტალისა და მამამისის ბალნეოლოგიურის ტალახში ბანაობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმია.

„პრემიერი ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეხება და ყველას ექნება საშუალება, რომ საქმიან ფორმატში დაუსვას კითხვები. როგორც წესი, ოპოზიციის განცხადებები იქნება მყვირალა და პოპულისტური. რაც პარლამენტში შემოვიდნენ, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოსმენაზეც გამოჩნდა, რომ მხოლოდ შიშველი პოპულიზმით არიან დაკავებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისის პლენარულ სხდომაზე წარუდგენს.