ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტსაბჭოს განცხადება იყო მოწოდება, რომ ყველა თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს, არავინ არავის აშინებს, ქვეყანაში დაშინების ფენომენი აღარ არსებობს
ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტსაბჭოს განცხადება იყო მოწოდება, რომ ყველა თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს, არავინ არავის აშინებს, ქვეყანაში დაშინების ფენომენი აღარ არსებობს

კონსტიტუციური თანამდებობები ადამიანის ხასიათზე არ არის მორგებული. აქედან გამომდინარე, დღევანდელ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის როლი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს როლი ზეპარტიულია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ქადაგიშვილის თქმით, „პოლიტიკაში პრეზიდენტის მონაწილეობა შემაკავშირებელი უნდა იყოს და არა ისე, რასაც, სამწუხაროდ, პრეზიდენტი მიმართავს“.

„26 მაისს მისი გამოსვლა და მისი დამოკიდებულება იქ შეკრებილი ჯარის მიმართ არ იყო რელევანტური და ჩემი რეაქციაც იყო შესაბამისი. პოლიტსაბჭოს განცხადება იყო მოწოდება, რომ ყველა თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს. არავინ არავის აშინებს. ქვეყანაში დაშინების ფენომენი აღარ არსებობს. მოწოდება და მითითება ხდება. დაშინებით არავინ არავის აშინებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.