ირაკლი ქადაგიშვილი - პარტიების აკრძალვაზე კანონი გულისხმობს, რომ სასამართლო რომელიმე პარტიას თუ აკრძალავს, შესაძლებლობა არ იყოს, იმავე პირებმა ახალი პარტია დააარსონ, კანონი კონსტიტუციურია
ირაკლი ქადაგიშვილი - პარტიების აკრძალვაზე კანონი გულისხმობს, რომ სასამართლო რომელიმე პარტიას თუ აკრძალავს, შესაძლებლობა არ იყოს, იმავე პირებმა ახალი პარტია დააარსონ, კანონი კონსტიტუციურია

პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას თუ აკრძალავს, შესაძლებლობა არ იყოს, იმავე პირებმა ახალი პარტია დააარსონ დასახელების შეცვლით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.

ქადაგიშვილის თქმით, პარტიების აკრძალვაზე კანონი კონსტიტუციურია.

„პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი ანტიკონსტიტუციური არ არის, ეს კანონი საქართველოში ადრეც მოქმედებდა, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. კანონი გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას თუ აკრძალავს, შესაძლებლობა არ იყოს, იმავე პირებმა ახალი პარტია დააარსონ სახეშეცვლილი სახით, ანუ აკრძალული პოლიტიკური პარტიის ხელახლა რეგისტრაცია რომ არ მოხდეს. ეს დარეგულირებული არ იყო და, რა თქმა უნდა, მიღებული კანონი კონსტიტუციურია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.