ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციისგან რაც მოვისმინეთ, იგივე სულისკვეთება აქვთ, რაც 12 რეკომენდაციის შესრულების დროს იყო, მათი გადასაწყვეტია, შეცვლიან პოლიტიკას, თუ რუსული ნარატივის ტყვეობაში დარჩებიან
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციისგან რაც მოვისმინეთ, იგივე სულისკვეთება აქვთ, რაც 12 რეკომენდაციის შესრულების დროს იყო, მათი გადასაწყვეტია, შეცვლიან პოლიტიკას, თუ რუსული ნარატივის ტყვეობაში დარჩებიან

ვაპირებთ, რომ ცხრა ნაბიჯის გადადგმის მიმართულებით ვიმუშაოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, არის კონკრეტული გეგმა, რაც ცხრა ნაბიჯის შესრულებას ემსახურება.

„ოპოზიციისგან რაც მოვისმინეთ, მაინც იგივე სულისკვეთებისაა, რაც 12 რეკომენდაციის შესრულების დროს იყო. მათი გადასაწყვეტია, ისინი შეცვლიან საკუთარ პოლიტიკას და რეალურ პოლიტიკას დაუბრუნდებიან, თუ ისევ რუსული ნარატივის ტყვეობის ქვეშ დარჩებიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.