ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის განცხადებაში მოლაპარაკების სურვილი არ ჩანს, მათი პოლიტიკური ხედვა ჩარჩენილია იქ, სადაც არჩევნების წაგების დღეს ჩარჩნენ
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის განცხადებაში მოლაპარაკების სურვილი არ ჩანს, მათი პოლიტიკური ხედვა ჩარჩენილია იქ, სადაც არჩევნების წაგების დღეს ჩარჩნენ

წინასწარ ნუ შევიქმნით მოლოდინებს, შევუწყვეტთ თუ – არა მათ უფლებამოსილებას. მესმის, რა ტაქტიკა აქვს ოპოზიციას. ოპოზიციას უნდა, რომ რაც შეიძლება ყველაფერი ცუდად იყოს, ჩვენ კი – სტაბილურად, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ამიტომ, როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც ქვეყნისა და საპარლამენტო ცხოვრებისთვის არის საჭირო. ქადაგიშვილის თქმით, ქვყანაში ბევრი საჭირბოროტო საკითხია, რაზეც ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში უნდა ელაპარაკათ.

„სწორედ ამიტომ ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რაც ქვეყნისა და საპარლამენტო ცხოვრებისთვის საჭიროა. ამ გადაწყვეტილებებს 2 თებერვალს ნახავთ. მანამდე პირადი აზრი და სენტიმენტები აქ არაფერ შუაშია. ის ბოლო განცხადება, რაც ოპოზიციამ გააკეთა, არის განცხადებაა განცხადებისთვის. იქ არანაირი მოლაპარაკების სურვილი არ ჩანს. როდესაც წინაპირობადაა ის, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს, რადგან ეს არჩევნები არის გაყალბებული, ოპოზიციის პოლიტიკური ხედვა ჩარჩენილია იქ, სადაც ჩარჩნენ პირველივე დღეს, როცა არჩევნები წააგეს. აქედან გამომდინარე, მათ სიახლე არ აქვთ. ჩვენ ვაგრძლებეთ ქვეყნის განვითარებას, მათ შორის, საარჩევნო სისტემის შემდგომ დახვეწას და გაუმჯობესებას.

ზოგადად, პარლამენტი იმისათვის არსებობს, რომ უამრავი თემაა სახელმწიფოში, რომელიც არ შეიძლება, სხვადადხვა საელჩოსა და კაბინეტში ირჩეოდეს. ამისთვის პარლამენტი არსებობს, სადაც კეთილი უნდა ენებათ, შემობრძამებულიყვნენ და ყველა საჭირბოროტო საკითხზე ელაპარაკათ. ქვეყნის რეალობა ბოლო კვლევებით აისახა, თუ ამ რეალობას ოპიზიციაც დაინახავს, დარჩენილ დროში ამას გაითვალისწინებს და გარკვეულ დასკვნებს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ერთგული რჩებიან იმ პოზიციის, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიკავეს.