ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მხრიდან კოალიციური მთავრობის თემა ისე მოძველდა, რომ თავადაც აღარ სჯერათ
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მხრიდან კოალიციური მთავრობის თემა ისე მოძველდა, რომ თავადაც აღარ სჯერათ

ოპოზიციის მხრიდან კოალიციური მთავრობის თემა ისე მოძველდა, რომ თავადაც აღარ სჯერათ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების უმრავლესობას არც რიგგარეშე არჩევნები და არც კოალიციური მთავრობა არ უნდათ.

„ოპოზიციას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია, ამ რეფლექსურ სიტყვებს რაღაც პერიოდი წამოისვრიან, მაგრამ მეორე ტურების შემდეგ, ეს საუბარი საბოლოოდ დასრულდება. ყველა უნდა მიხვდეს, რომ რაიმე კონფიგურაციის ცვლილება საქართველის ხელისუფლებაში, მთავრობაში შესაძლებელია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 2024 წელს გაიმართება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.