ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მიზანი არ არის იმ დღის წესრიგის შესრულება, რაც ევროკავშირმა მოგვცა, ოპოზიციის საუბარი ამას აცდენილია
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მიზანი არ არის იმ დღის წესრიგის შესრულება, რაც ევროკავშირმა მოგვცა, ოპოზიციის საუბარი ამას აცდენილია

ოპოზიციის მიზანი არ არის იმ დღის წესრიგის შესრულება, რაც ევროკავშირმა მოგვცა. მათ ჰგონიათ, ხელ-ფეხი გაეხსნათ. სინამდვილეში, ევროკავშირმა საქართველოს სულ სხვა ტექსტი გაუმზადა. რასაც ოპოზიცია საუბრობს, ევროკავშირის დღის წესრიგს რადიკალურად აცდენილია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ექვსი თვე, ვიდრე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს სამუშაო აქვს, რომელიც ქვეყნის „ჯანჯღარს“ არ გულისხმობს.

„ექვსი თვე სხვა მიმართულებით გვაქვს სამუშაო და არა იქითკენ, რომ დესტაბილიზაცია, ქვეყნის ჯანჯღარი გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ოპოზიციას არ აქვს ინტელექტუალური რესურსი, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ისტორიული პერსპექტივის მონაწილე გავხდეთ. ოპოზიციამ კარგად იცის, რომ რიგგარეშე არჩევნები კიდევ უფრო დიდ დამარცხებას ნიშნავს. ისინი ამ ფსევდოდემოკრატიული ლოზუნგების გამოყენებით ცდილობენ იმის გაკეთებას, რასაც გიგა მაქარაშვილი აანონსებდა თავის მომხრეებთან და რასაც სამწუხაროდ, ბევრი ცნობადი სახე სოციალურ ქსელში პოსტავდა, თუ როგორ უნდა დამზადდეს კოქტეილები. ალბათ მათი სლოგანია – შინ ევროპისკენ მოლოტოვის კოქტეილით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.