ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მცდელობაა რეალური კომპრომისის ჩაშლა და ხელოვნური კრიზისის გაღრმავება
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მცდელობაა რეალური კომპრომისის ჩაშლა და ხელოვნური კრიზისის გაღრმავება

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციის უარი, სამწუხაროდ, პირველი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ სპექტრს ვერ გაუთვიცნობიერებია, რა არის მთავარი პოლიტიკური პროცესების რეალური გაჯანსაღებისთვის და რა არის მათი ამომრჩევლის რეალური მოთხოვნა.

„ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის მიღება, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა – ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მოხდა. მათ არც ერთ დემოკრატიულ ცვლილებაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ. მათი მიზანი რეალური კომპრომისი არ არის. მათი მცდელობაა, რეალური კომპრომისის ჩაშლა და ხელოვნური კრიზისის გაღრმავება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა. კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირება იგეგმება. პარლამენტში აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება უკვე დარეგისტრირდა.