ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ ბრალდებები უკვე სახელფასო დონეზეა დასული

14:48, 21.08.2026

საზოგადოება ხედვას,  რომ ფაქტობრივად, ოპოზიცია სრულად დაშლილი და დაპირისპირებულია, ბრალდებები ერთმანეთის მიმართ უკვე სახელფასო დონეზეა დასული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ახსენებენ სწორედ იმ დანაშაულებს, რაც მათ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს ჰქონდათ ჩადენილი.

„ის პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა იყო სრულად დესტრუქციული და ამ პოლიტიკამ საქართველოში კრახი განიცადა. ბუნებრივია, ასეთ დროს ყველა ცდილობს, წარუმატებლობა ერთმანეთს დააბრალონ და თავი წარმოაჩინონ სხვებზე რამით უკეთესად. მათ შორის, თავის საგარეო პატრონებს ახალი ლიდერი შესთავაზონ თავისი თავის სახით. ამ სურათს ვხედავთ ჩვენ გვარამიას შემთხვევაში სააკაშვილის მიმართ და ბუნებრივია, სააკაშვილის ბანაკის თავდასხმაც კონკრეტული მტკიცებულებებით გვარამიას წინააღმდეგ, ამ მოტივაციით არის გამსჭვალული. ასე რომ, ჩვენ სახეზე გვაქვს კლასიკური სურათი, როცა ცუდს უქადდნენ ქვეყანას, ცუდი დაემართათ თავად და ახლა ერთმანეთში არკვევენ, ვინ უფრო მეტადაა დამნაშავე ამ წუთს. ბრძოლა მიდის იმისთვის, გარე პატრონისთვის ვინ უფრო მისაღებ ფიგურად და ძალად შეიძლება, გამოჩნდეს. ეს უმძიმესი სურათი გვაქვს ჩვენ დღეს ოპოზიციაში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი