ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას კონსტრუქციული დღის წესრიგი და რაიმე იდეის შეთავაზების უნარი არ აქვს, ამიტომ ცდილობენ, დესტრუქციული გეგმის გარშემო გარკვეული კომისიები შექმნან
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას კონსტრუქციული დღის წესრიგი და რაიმე იდეის შეთავაზების უნარი არ აქვს, ამიტომ ცდილობენ, დესტრუქციული გეგმის გარშემო გარკვეული კომისიები შექმნან

ოპოზიციას კონსტრუქციული დღის წესრიგი და რაღაც იდეის შეთავაზების უნარი არ აქვს, ამიტომ ცდილობენ, მათ მიერ შექმნილი დესტრუქციული გეგმის გარშემო გარკვეული კომისიები შექმნან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთადერთი მიზეზი არის თავად სააკაშვილის სურვილი, იყოს ამ მდგომარეობაში და ამ გზით თავი დააღწიოს პატიმრობას.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციას ერთი რამ აქვს გასარკვევი – მასთან ყოველდღე რომ დადიან მშობლებთან ერთად, კვების რაციონი გადაუმოწმონ და ამით ყველაფერი დამთავრდება. წელიწად-ნახევარია, ვეხვეწებით, ჩამოიყვანონ ისეთი ექიმი, რომელიც უმკურნალებს და ასეთი ექიმი არ ჩამოდის. ყველა პროფესიონალი ექიმი ხვდება, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთადერთი მიზეზი არის ამ ადამიანის სურვილი,  იყოს ამ მდგომარეობაში და ამ გზით თავი დააღწიოს პატიმრობას“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.