ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქუჩებში ამა თუ იმ ფორმით ძალადობა შემდგარიყო, აქციების მიზანი იყო იმ ხარისხის მიღწევა, რაც სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევდა

16:03, 11.12.2024

ოპოზიციას როცა არგუმენტები არ აქვს, უნდა, ძალადობა შექმნას. ყველაფერი გააკეთეს, რათა ქალაქის ქუჩებში ამა თუ იმ ფორმით ძალადობა შემდგარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის დასავლელი მხარდამჭერები აქცენტს არეულობაზე აკეთებენ.

„აქციების მიზანი სწორედ ამ სურათის შექმნა იყო – ძალადობის და ესკალაციის იმ ხარისხის მიღწევა, რაც საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევდა და მათ ქვეყნის წინააღმდეგ სპეკულაციების საშუალებას მისცემდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი