ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია საყოველთაო-სახალხო განხილვაში რომ არ ერთვება, ეს ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკური გამბედაობა არ აქვთ
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია საყოველთაო-სახალხო განხილვაში რომ არ ერთვება, ეს ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკური გამბედაობა არ აქვთ

ოპოზიცია საყოველთაო-სახალხო განხილვაში რომ არ ჩაერთვება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკური გამბედაობა არ ექნებათ, ისინი იმ პრობლემებზე არ საუბრობენ, რაც საზოგადოებას აწუხებს და ვნებათაღელვას იწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს, განხილვებში ჩაერთოს.

„მათ პასუხის გაცემა არ შეუძლიათ და ეშინიათ, რომ გარედან ვიღაც თითს დაუქნევს, თუ ისეთ პასუხს გასცემს, რაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებში შედის. სხვათა შორის, ოპოზიციამ იმაზეც უარი განაცხადა, რომ, როცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიიღებოდა, ოჯახის დეფინიციის განსაზღვრა მომხდარიყო. ეს არის მათი სამწუხარო რეალობა და ის შიში, რაც ოპოზიციას აქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.