ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია როდესაც ამბობს, რომ მოსახლეობის 40 პროცენტი გადაუწყვეტელია, როგორ შეიძლება, პარტიას ხუთი პროცენტი არ ჰქონდეს? მათი რუსული ბალალაიკა კარგა ხნის წინ გაიცვითა
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია როდესაც ამბობს, რომ მოსახლეობის 40 პროცენტი გადაუწყვეტელია, როგორ შეიძლება, პარტიას ხუთი პროცენტი არ ჰქონდეს? მათი რუსული ბალალაიკა კარგა ხნის წინ გაიცვითა

ოპოზიცია როდესაც ამბობს, რომ მოსახლეობის 40 პროცენტი გადაუწყვეტელია, როგორ შეიძლება, პარტიას ხუთი პროცენტი არ ჰქონდეს? – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის „რუსული ბალალაიკა კარგა ხნის წინ გაიცვითა“.

„ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერია, რაც საშუალებას იძლევა, რომ პარლამენტში სერიოზული, პასუხისმგებლიანი პარტიები იყვნენ წარმოდგენილი და პარლამენტი არ იყოს ერთი-ორი ჯგუფის თავშეყრის ადგილი. ოპოზიცია თავისი პირით აღიარებს, რომ პარტიები კი არ არიან, ერთი-ორი კაცის საკრებულო არიან. როცა ამბობენ, რომ მოსახლეობის 40 პროცენტი გადაუწყვეტელია, როგორ შეიძლება, პარტიას ხუთი პროცენტი არ ჰქონდეს? ოპოზიციის უკვე მოძველებულ ნარატივს თუ გავყვებით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა ევროინტეგრაცია. ამბობდნენ, ესენი რუსეთში შეგვიყვანენო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ ევროკავშირთან დააახლოვა მშვიდობით და განვითარებით. მათი რუსული ბალალაიკა კარგა ხნის წინ გაიცვითა, რაც ამ წლის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ, რადგან მათგან კონსტრუქციის მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.