ირაკლი ქადაგიშვილი - ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეგეძლოს
ირაკლი ქადაგიშვილი - ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეგეძლოს

ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეგეძლოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილის ოჯახი და მისი გულშემატკივრები ამბობენ, რომ საქართველოში მისი ყოფნა მისთვის დამაზიანებელია.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ 7 ნოემბერზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, მოხდა ჯერ მიტინგის უმოწყალოდ დარბევა და „იმედის“. ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეგეძლოს. სააკაშვილის ოჯახი და მისი გულშემატკივრები ამბობენ, რომ საქართველოში მისი ყოფნა მისთვის დამაზიანებელია. ანუ, საქართველოში ყოფნას მენტალურად ვერ იტანს, მით უმეტეს, პატიმრის როლში. სამართალში ისეთი ცნება არ არსებობს, რომ თუ ადამიანი არის პრემიერი ან პრეზიდენტი, მისთვის საქართველოში მკურნალობა მიუღებელია“, – აცხადებს ქადაგიშვილი.