ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაცმოძრაობა“, ფაქტობრივად, ლიდერის გარეშე დარჩა, მიხვდნენ, რომ ხაბეიშვილის იმედად აქციებიც არ გამოსდით, რაც შეეხება გიორგი ვაშაძის შემატებას, მშვიდობაში მოიხმარონ
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაცმოძრაობა“, ფაქტობრივად, ლიდერის გარეშე დარჩა, მიხვდნენ, რომ ხაბეიშვილის იმედად აქციებიც არ გამოსდით, რაც შეეხება გიორგი ვაშაძის შემატებას, მშვიდობაში მოიხმარონ

„ნაცმოძრაობა“, ფაქტობრივად, ლიდერის გარეშე დარჩა. მიხვდნენ, რომ ხაბეიშვილის იმედად დესტრუქციული აქციებიც არ გამოსდით. მელიასა და პარტიის გზები გაყოფილია. მიმდინარეობს ბრძოლა, ვის რა მემკვიდრეობა დარჩება „ნაცმოძრაობისგან“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გიორგი ვაშაძე პარტიაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის.

„„ნაცმოძრაობაში“ დიფუზიაა, რთული გასარკვევია, ვინ ვის წინააღმდეგ არის. ამ დიფუზიაში გიორგი ვაშაძის შემოსვლა დიფუზიურ მოვლენებს კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის. არავინ იცის, როგორ დამთავრდება ეს. ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობა“ ლიდერის გარეშე დარჩა. რა თქმა უნდა, არჩევნებში ჩრდილოვანი მმართველობით ვერ გაიმარჯვებ, მით უმეტეს, როცა ჩრდილოვანი მმართველები არიან ადეიშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი. მიხვდნენ, რომ ხაბეიშვილის იმედად დესტრუქციული აქციებიც არ გამოსდით; მელიასა და პარტიის გზები გაყოფილია. მიმდინარეობს ბრძოლა, ვის რა მემკვიდრეობა დარჩება „ნაცმოძრაობისგან“. შიდა პარტიული გახლეჩის პროცესია. გიორგი ვაშაძის შემატებას რაც შეეხება, მშვიდობაში მოიხმარონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.