ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობიდან გასული ხალხი ახალი კონფიგურაციით ჩამოყალიბებას ცდილობს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათი მხრიდან დიდი კონტრიბუცია იყოს
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობიდან გასული ხალხი ახალი კონფიგურაციით ჩამოყალიბებას ცდილობს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათი მხრიდან დიდი კონტრიბუცია იყოს

„ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობიდან გამოსული ხალხი ახალი კონფიგურაციით ჩამოყალიბებას ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ნიკა მელიას მიერ საარჩევნო ნომრის დაანონსებაზე.

„ერთადერთი მიღწევა, რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ნაწილი წაიყვანონ, რასაც ისინი შუაშისტებს ეძახიან. იმის მოლოდინი, რომ მათი მხრიდან დიდი კონტრიბუცია იქნება, ნაკლებად რეალისტურია. ყველამ კარგად იცის, რომ ნიკა მელიას პარტიის 99 პროცენტი „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული ადამიანები არიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.