ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან აქტიურად და სწრაფად მიმდინარეობს
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან აქტიურად და სწრაფად მიმდინარეობს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან აქტიურად და სწრაფად მიმდინარეობს.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი ქადაგიშვილი ხატია დეკანოიძის პარტიიდან წასვლის საკითხს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც მერაბიშვილ-კეზერაშვილმა შიდა პარტიული ინტრიგა წამოიწყეს, დეკანოიძის პარტიიდან წასვლა არ იყო გასაკვირი.

„ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან აქტიურად და სწრაფად მიმდინარეობს. ეს აისახება როგორც მათ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ რეზერვზე, ასევე მათ ელექტორალურ შესაძლებლობებზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.