ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო არ არის ქვეყანა, რომელზეც ყველამ ფეხი და ხელი უნდა შეიწმინდოს, ეს ყველა კარგად დაიმახსოვროს
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო არ არის ქვეყანა, რომელზეც ყველამ ფეხი და ხელი უნდა შეიწმინდოს, ეს ყველა კარგად დაიმახსოვროს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა, რომ რამენაირად საქართველო დასანქცირდეს და დაიჩაგროს. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და რამით არის ღირსი, რომ დასანქცირდეს? ვინაიდან, მისი დასანქცირება რომან გოცირიძესა და „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდათ, ეს რამეს ნიშნავს? – მათ ნებისმიერი ქართველის დასანქცირება გაუხარდებათ, ვინც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, საქართველოსთვის რაც უფრო მეტი ცუდი რამ მოხდება.

„საქართველოსთვის რაც უფრო ცუდი რამ მოხდება, ეს მათი პოლიტიკის ერთადერთი ჟანგბადია, სხვა რესურსი ქართულ პოლიტიკაში მათ არ გააჩნიათ. მთავარი არგუმენტი რა უნდა იყოს იცით? – სიტყვების ბრახა-ბრუხი. თუ კონკრეტიკა, ფაქტი და სამართლებრივი დასაბუთება არ იქნება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის აბუჩად აგდება. რაც შეეხება უკრაინის მხრიდან სანქციებს, ეს არის იმ არამეგობრული ნაბიჯების გაგრძელება, რასაც სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება ყოველგვარი დასაბუთების, ფაქტისა და ყოველგვარი ლოგიკის გარეშე ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო არ არის ქვეყანა, რომელზეც ყველამ ფეხი და ხელი შეიწმინდოს, ეს ყველა კარგად დაიმახსოვროს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.