ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნას, რადგან ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოდიან
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნას, რადგან ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოდიან

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რაღაც აქცია ჩატარდება, სხვა გამოსავალი და გზა არ გააჩნიათ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამ აქციას რაიმე კონკრეტული შედეგი არ ექნება, რადგან რა მოთხოვნაც აქვთ, აქციის ფორმატში არანაირად არ ჯდება.

„ეს აქცია არის საკუთარი თავის გასამხნევებლად გაკეთებული აქცია, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არსებულ ვითარებაზე არ ექნება. ვინ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია? – ამას აქვს შინაარსობრივი განმარტება და სტატუსი, ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი როგორ ენიჭება. მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, არის პოლიტიკოსი, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, რომლის გამოც სასამართლოს სამმა ინსტანციამ მსჯავრი დასდო, ქვეყანაში არალეგალურად შემოიპარა და დააკავეს. ამ მხრივ, მისი მდგომარეობა ნათელია და ოპონენტი, რომ ამ მოვლენებს სხვანაირ შეფასებას მისცემს, ამის გამო რეალობა არ იცვლება. პოლიტიკური პროცესი ნორმალურად გაგრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნას, რადგან ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოდიან. აქედან გამოსავალია, რომ ქვეყანაში ნებისმიერი მეთოდით პოლიტიკური კრიზისი შექმნან, წყალი აიმღვრეს, იქნებ, ქვეყანაში რაიმე ცუდი მოხდეს და ხელში რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდონ. ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ქვეყნის წინაშე დესტრუქციული ქმედება და რაც მეათე მოწვევის პარლამენტია, ამ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურებოდა, მაგრამ საპატიმროში მოხვდა“,- განცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს იმედი ნუ ექნება, პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს, ის თავის სასჯელს მოიხდის ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში, ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას, ჩატარდება არჩევნები და გატარდება რეფორმებიც.

„აქ კომპრომისი ერთადერთია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესღაც მისი ქვეყნის კანონმდებლობას პატივის სცეს. პატივს არ სცემდა არც პრეზიდენტობის დროს და მან შეიქმნა პუტინზე უფრო მაგარი კონსტიტუცია, ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა ისეთი, რომ მსგავსი მსოფლიოში არავის დასიზმრებია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დატოვე კომენტარი