ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებს ფინანსური დონაციისკენ რომ მოუწოდებს, დამანგრეველი პოლიტიკის შედეგად დარჩენილი პოლიტიკური ორგანიზაციის სასოწარკვეთილი მცდელობაა

15:39, 28.07.2026

ის, რაც ოპოზიციაში ხდება, ეს მათი და მათი პატრონების დამსახურებაა, როცა მათ ქართველი ხალხის არჩევანს ზურგი შეაქციეს და გადატრიალების გზით წავიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ ხალხში ნდობა დაკარგეს, ასევე ინსტიტუციური მდგრადობა და შიდა პოლიტიკური, ჯერ ისედაც მყიფე და დაქუცმაცებული ერთობაც შეუქცევადი გახდა.

„დესტრუქციამ, რომელიც მათ ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, შედეგი მათ შიგნით გამოიღო. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებს ფინანსური დონაციისკენ რომ მოუწოდებს, ეს მავნე, დამანგრეველი პოლიტიკის შედეგად დარჩენილი პოლიტიკური ორგანიზაციის სასოწარკვეთილი მცდელობაა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი