ირაკლი ქადაგიშვილი - ცხელი შემოდგომა და რიგგარეშე არჩევნები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს უმზადებდა, საკუთარ თავს თავად დამართეს 
ირაკლი ქადაგიშვილი - ცხელი შემოდგომა და რიგგარეშე არჩევნები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს უმზადებდა, საკუთარ თავს თავად დამართეს 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რებრენდინგი წლების წინ უნდა გაეკეთებინა და პარტიაში დროშის, ლოგოს ფერის ნაცვლად, სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ მიდგომები შეეცვალათ.

მისივე თქმით, რებრენდინგი თავის დროზე ვერ მოახერხეს, ამიტომ დღეს პარტიაში ძალაუფლებისთვის იბრძვიან.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, რებრენდინგთან საქმე არ გვაქვს, რადგან თუ მათ რებრენდინგი უნდოდათ, წლების წინ უნდა გაეკეთებინათ. არა მხოლოდ დროშისა და ლოგოს ფერები უნდა შეეცვალათ, არამედ მიდგომები სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. მათ ეს რებრენდინგი თავის დროზე ვერ მოახერხეს, ამიტომ, დღეს შიგნით ბრძოლაა ძალაუფლებისთვის. რასაც მათი პოლიტიკური მოძრაობა საქართველოს უმზადებდა, თავად დამართეს საკუთარ თავს, ცხელი შემოდგომა და რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.