ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დეგრადირებული პოლიტიკური ძალაა და შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები აქვთ
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დეგრადირებული პოლიტიკური ძალაა და შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები აქვთ

„ნაციონალური მოძრაობა“ დეგრადირებული პოლიტიკური ძალაა და აქედან გამომდინარე, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, არათუ ერთი პარტია არის მეორესთან დაპირისპირებული, არამედ ერთი პარტიის შიგნით აქვთ დაპირისპირება და ხშირ შემთხვევაში დაჩაგვრის მცდელობა ეკრანზეც კი ჩანს.

„ეს ქაოტური ვითარება გაგრძელდება და აქ განსაკუთრებულიც არაფერია. ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის გარეთ, პირდაპირ საერთაშორისო არენაზე მხარს არ უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას, თუმცა მხარს უჭერს საქართველოს მხრიდან ომის დაწყების საკითხს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.