ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო რამდენიმე წელია, აცდენილია საქართველოს კონსტიტუციას, მათი ქმედება არის დამყარებული პროვოკაციაზე
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო რამდენიმე წელია, აცდენილია საქართველოს კონსტიტუციას, მათი ქმედება არის დამყარებული პროვოკაციაზე

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო რამდენიმე წელიწადია, როგორც პარტია, აცდენილია საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიას და მათი ქმედება თავიდან ბოლომდე არის დამყარებული პროვოკაციაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის კონტრაბანდული გზით საქართველოში შემოპარვით დაწყებული, დამთავრებული იმით, რაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოაწყვეს, რასაც ახლა აყენებენ და რასაც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ამ ღვარძლს, ბოროტებასა და ტყუილს თესავენ.

„ნაციონალური მოძრაობას“ არც ინტელექტუალური არც პოლიტიკური და არც მორალური რესურსი არ დარჩა, რომ იყვნენ დემოკრატიული ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, მიმართავენ ამ ბოლშევიკურ მეთოდებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.