ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერი სააკაშვილის ეგოს გარშემო ტრიალებს, ცდილობს, პარტიაში ისეთი ლიდერი მოიყვანოს, რომელიც მის ეგოსთან სრულ თანხვედრაში იქნება
„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი შინაარსით დესტრუქციის მთესველია. დესტრუქცია, რომელიც დათესეს და დღესაც ამ პროცესს აგრძელებენ, ბუმერანგივით პარტიის შიგნით მოუბრუნდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ეს პარტია არა მხოლოდ ნაწილებად არის დაშლილი, არამედ ლიდერებს შორის არის დაპირისპირება.
„ყველაფერი სააკაშვილის ეგოს გარშემო ტრიალებს, სხვა დემოკრატია პარტიაში არ მოქმედებს. სააკაშვილს მუდმივი ეჭვი აქვს, რომ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მის ძალაუფლებას ჩრდილი მიადგეს და ამიტომ არის მანიპულაციებით დაკავებული. არჩევნებიდან არჩევნებამდე მათი ამომრჩევლის რაოდენობა მცირდება. წარმოუდგენელია სააკაშვილის შეფასება, რადგან მისი ეგო გაზრდილია და რეალობის აღქმა – შესუსტებული. რაც მის მორჩილებას არ გამოხატავს, მისთვის მიუღებელია. ამიტომ ცდილობს, პარტიაში ისეთი ლიდერი მოიყვანოს, რომელიც მის ეგოსთან სრულ თანხვედრაში იქნება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.