ირაკლი ქადაგიშვილი - მუდმივად თუ დესტრუქციული საქმიანობით ხარ დაკავებული, ეს დესტრუქცია შენს სხეულსაც ჭამს, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ეს დაემართა
ირაკლი ქადაგიშვილი - მუდმივად თუ დესტრუქციული საქმიანობით ხარ დაკავებული, ეს დესტრუქცია შენს სხეულსაც ჭამს, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ეს დაემართა

მუდმივად თუ დესტრუქციული საქმიანობით ხარ დაკავებული, ეს დესტრუქცია შენს სხეულსაც ჭამს, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ეს დაემართა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ შორის დაპირისპირების მიზეზია ისიც, ელექტორატი ვის დარჩეს.

„ამიტომ მიდის გააფთრებული ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში თავად ამომრჩეველი იკარგება. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ფსონები, მითითებები და ის პოლიტიკა, რაც ნაკარნახევი იყო გარედან ოპოზიციის მიმართ, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, უშედეგო და დამანგრეველი აღმოჩნდა. ეს შემოტევა კოლექტიური იყო, გარედან თუ შიგნიდან, საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოეყვანათ, რომელიც დამჯერი იქნებოდა – მოყვანილი და მართვადი იქნებოდა, საგარეო მიზნების შესრულების ამოცანით. ყველა ეს მცდელობა კრახით დასრულდა, რომელიც ახლა ოპოზიციას შიგნიდან ჭამს. ახლა ვხედავთ, რომ ეგოები ჯახშია ერთმანეთთან მოსული და ეს ერთმანეთში გაარკვიონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.