ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გუბაზ სანიკიძის დამოკიდებულება ალბათ არის ბოლო ხავსი, რასაც ის ეჭიდება
ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გუბაზ სანიკიძის დამოკიდებულება ალბათ არის ბოლო ხავსი, რასაც ის ეჭიდება

მიხეილ სააკაშვილის მიმართ გუბაზ სანიკიძის დამოკიდებულება ალბათ არის ბოლო ხავსი, რასაც ის ეჭიდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დეპუტატ გუბაზ სანიკიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, გუბაზ სანიკიძემ თავისი განცხადებით ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი შეაფასა.

„ბოლო ორწლიანი პოლიტიკა რაც აწარმოეს, ალბათ ობიექტურობასთან ახლოს არის. მისი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ალბათ არის ის ბოლო ხავსი, რასაც ის ეჭიდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, გუბაზ სანიკიძე ახმოვანებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილებს, რომ ყველა პარტია გაუქმდეს და ერთი საერთო მოძრაობა შეიკრიბოს, სანიკიძე აცხადებს, რომ ერთი პარტიის შექმნა წარმოუდგენელია.

„საქართველოს პოლიტიკას მისი ჩანასახის დღიდან მოვყვები და ასეთი რამ, ყველა პარტია გაუქმდეს და ერთი შეიქმნას, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატ გუბაზ სანიკიძემ გუშინ განაცხადა, რომ ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი აქვს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ და დანამდვილებით იცის, ძალიან ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. ამასთან, სანიკიძემ კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ასპროცენტიანი ნდობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს. გუბაზ სანიკიძის თქმით, სწორედ სააკაშვილის თანამებრძოლად მიიჩნევს თავს.