ირაკლი ქადაგიშვილი - „მეგობარი აქტის“ სათაური რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, საქმე სიურეალიზმთან გვაქვს, აშშ-ისა თუ ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის აღქმა რეალისტური უნდა გახდეს
ირაკლი ქადაგიშვილი - „მეგობარი აქტის“ სათაური რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, საქმე სიურეალიზმთან გვაქვს, აშშ-ისა თუ ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის აღქმა რეალისტური უნდა გახდეს

„მეგობარი აქტის“ სათაური რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, საქმე სიურეალიზმთან გვაქვს. ნათქვამია: „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაბარებული საქართველო“, „ირანს ჩაბარებული საქართველო“, „რუსეთს ჩაბარებული საქართველო“. ეს ის პროპაგანდისტული კლიშეებია, რაც ამერიკის პროპაგანდისტულ სივრცეში მუშაობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, კონგრესმენებიდან ბევრმა არც იცის, საქართველოში რა ხდება, სოლიდარობითი კენჭისყრაა.

„„მეგობარი აქტის“ სათაური რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, რომ საქმე სიურეალიზმთან გვაქვს. ნათქვამია: „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაბარებული საქართველო“, „ირანს ჩაბარებული საქართველო“, „რუსეთს ჩაბარებული საქართველო“. ეს ის პროპაგანდისტული კლიშეებია, რაც ამერიკის პროპაგანდისტულ სივრცეში მუშაობს. ადგნენ და ეს კლიშეები საქართველოს პირდაპირ მიაწებეს. არ მგონია, კონგრესმენებიდან ბევრმა იცოდეს, საქართველოში რა ხდება. ეს სოლიდარობით კენჭისყრაა. ამ კლიშეებს რომ წაიკითხავ, მიხვდები, რომ საუბარია ერთგვარ ლობისტურ ქმედებაზე, რასაც საქართველოს რეალობასთან ნაკლებად აქვს შეხება. იმ ადამიანების მიკვირს, ვინც ქართველ პოლიტიკოსობას იბრალებს და ასეთ სიურეალისტურ სათაურებს ტაშს უკრავენ და თავიანთ პოლიტიკურ გეგმებს ამაზე აწყობენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ასეთი სიურეალისტური შემოტევების მძევალი ვერ გახდება.

„ჩვენი ქვეყანა ამისგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს, ქვეყნის აღქმა ამერიკის თუ ევროკავშირის მხრიდან რეალისტური უნდა გახდეს და არა ისეთი, როგორიც ამ სიურეალისტური სურათის დამხატველ პოლიტიკოსებს წარმოუდგენიათ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.