ირაკლი ქადაგიშვილი – ხშირ შემთხვევაში დაგეგმილ, დაფინანსებულ და კოორდინირებულ პოლიტიკას ვუყურებთ, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების რღვევა მოახდინონ

14:58, 03.08.2026

ხშირ შემთხვევაში დაგეგმილ, დაფინანსებულ და კოორდინირებულ პოლიტიკას ვუყურებთ, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების რღვევა მოახდინონ. საზოგადოებას, რომელსაც არ აქვს არაფერი წმინდა და არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია, ასეთი საზოგადოება ყოველთვის ადვილად დასამორჩილებელი და სამართავია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ამას კონტრპოლიტიკის გატარება სჭირდება.

„გვეუბნებიან, რომ თუ მეორე ადამიანს ნებისმიერი ფორმით შეურაცხყოფას მიაყენებ და ამაზე კანონის ჩარჩო იარსებებს, ეს არის თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვაო. ანუ, ამბობენ, რომ ბილწსიტყვაობა, გინება, ბულინგი, ადამიანის ღირსების შემლახველი გამონათქვამები თავისუფლების საუკეთესო გამოვლინებააო. ეს არის ბოროტი განზრახვა. ბოროტია, ვინც ასეთ იდეოლოგიას ნერგავს. არ შეიძლება, ამას გასაქანი ჰქონდეს. ამას კანონი როგორ დაარეგულირებს? ზღვარი გონივრულად და ფაქიზად გასავლელია, მაგრამ ამ ბოროტებას დაკანონებული სახე რომ მიეცეს და ეს გახდეს საზოგადოებრივი აზრის დეგრადაციის გზა, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი