ირაკლი ქადაგიშვილი - ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ინტერესებით არ მოქმედებენ, რეკომენდაციების შესრულების კუთხით პოლიტიკურ საბოტაჟს ვხედავთ
ირაკლი ქადაგიშვილი - ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ინტერესებით არ მოქმედებენ, რეკომენდაციების შესრულების კუთხით პოლიტიკურ საბოტაჟს ვხედავთ

ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებენ არა ობიექტური და საქართველოს ინტერესების დაკვეთით, არამედ ისეთი დაკვეთით, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ნდობა არ აქვთ.

„მაგალითად, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. რადიკალური ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებდა, მხოლოდ ერთი-ორი დეპუტატი შემოდიოდა. ყველაფერი, რაც ობიექტურად ასახვას იმსახურებდა, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იყო და არასამთავრობო ორგანიზაციები მას დაეთანხმნენ. შემდეგ ეს რეკომენდაციები და სამუშაო იმდენად ეფექტური იყო, მთელი ოპოზიცია იძულებული იყო, ხმა მიეცა იმისთვის, რაც ჩემმა კომიტეტმა გააკეთა ამ მიმართულებით. ვხედავთ პოლიტიკურ საბოტაჟს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, უნდათ, მომზადდეს ნიადაგი, რატომ არ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არანაირი ობიექტურობის ნიშანწყალი აქ არ არის. ამიტომაც არის, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობის საკითხი ერთი პროცენტია და არა მეტი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების დოკუმენტი მოამზადა.