ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის მუნიციპალიტეტებში შიდა არხების გასაწმენდად ოთხი მილიონი ლარია გამოყოფილი
ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის მუნიციპალიტეტებში შიდა არხების გასაწმენდად ოთხი მილიონი ლარია გამოყოფილი

რეგიონულ ფონდში კახეთის მუნიციპალიტეტებში სანიაღვრე და პატარა არხების გასაწმენდად ოთხი მილიონი ლარია გამოყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

„ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის შემდეგ სანიაღვრე ქსელის მოსაწესრიგებლად გეგმური სამუშაოები არ განხორციელებულა. კახეთში რეგფონდიდან გამოყოფილია ოთხი მილიონი ლარი და ამ წელს უკვე დაგეგმილია სანიაღვრე არხების გაწმენდა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ლაგოდეხში სტიქიით გამოწვეულ ზიანს მოსახლეობა მდინარეებზე კალაპოტის დამცავი ჯებირებისა და გაბიონების არარსებობას უკავშირებს. ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობის არგუმენტს იზიარებს და აცხადებს, რომ გაბიონების მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინასების გარეშე ვერ განხორციელდება.

„ალაზნის კალაპოტი და სხვა ასეთი მეგაპროექტები საგზაოს და ცენტრალური ბიუჯეტით უნდა გაკეთდეს. შიდა არხების გაწმენდას კი, როგორც გზებს ვაგებთ ინტენსიურად, ასეთივე მუდმივი მუხლია „სტიქიის პრევენცია“, რითაც შიდა არხების გაწმენდა მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.