ირაკლი ქადაგიშვილი – ჯო უილსონს საქართველოსთან დაკავშირებით მანიაკალური მიდგომა აქვს, „ფარას“ დოკუმენტებით ვიცით, რომ აქტივობაში ფულს იღებს
ჯო უილსონს საქართველოსთან დაკავშირებით მანიაკალური მიდგომა აქვს, „ფარას“ დოკუმენტებით ვიცით, რომ ის ამ აქტივობაში ფულს იღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, „ამ ყველაფერს, ცუდთან ერთად, კარგი მხარეც აქვს.
„საქართველოს მოსახლეობას აჩვენებენ, ხშირ შემთხვევაში რამდენად დიდ სიბრიყვესთან გვაქვს საქმე, როცა მსოფლიო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ხშირად გვგონია, რომ უცხოეთში ადამიანები სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და ჰუმანიზმით მოქმედებენ, თუმცა, რეალურად, ასეთი ჯურღმული გამოქვაბულის ტიპის აზროვნებით არიან დატვირთული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.