ირაკლი ქადაგიშვილი - ის, რაც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებზე ჩაიდინა, როცა ამომრჩევლის ნება ქუჩაში მოისროლეს, ქვეყანა გაწირეს გადატრიალებებისთვის, ასეთ ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს
ოპოზიციამ საკუთარი თავი თავისივე ნაბიჯებით გაანულა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ის, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ჩაიდინეს, როცა ამომრჩევლის ნება ქუჩაში მოისროლეს და ქვეყანა გაწირეს მორიგ ჯერზე გადატრიალებებისთვის, რა თქმა უნდა, ასეთ ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
„ეს ყველაფერი თავადაც იციან და ხვდებიან, მაგრამ თავიანთი ნებით პოლიტიკური ველიდან წასვლა არ ეთმობათ. საქართველო ამ ოპოზიციის იმედად დიდი ხანი ვერ დარჩება. ნორმალური ოპოზიცია თუ იქნება, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.