ირაკლი ქადაგიშვილი - გიორგი მარგველაშვილი არის გლობალური ომის პარტიის წევრი
ირაკლი ქადაგიშვილი - გიორგი მარგველაშვილი არის გლობალური ომის პარტიის წევრი

გიორგი მარგველაშვილი არის გლობალური ომის პარტიის წევრი, ვისთვისაც არ არსებობს მცნება ერისა და სახელმწიფოსი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

საუბარია გიორგი მარგველაშვილის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებაზე, სადაც მარგველაშვილი აღნიშნავს: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.

„მისთვის არსებობს მხოლოდ გლობალური პარტიის ინტერესები, რომელსაც ექვემდებარება სააკაშვილი, მარგველაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მძიმე პერიოდში საქართველოს ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებს და მხოლოდ გლობალური ომის პარტიის ინტერესებით მოქმედებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.