ირაკლი ქადაგიშვილი - გიორგი გახარია პოლიტიკაში თუ აქტიურად შემოვა, საკმაოდ დიდი ძალის მატარებელი იქნება, ბევრ პოლიტიკოსს გაუჩენს პრობლემას, განსაკუთრებით, ოპოზიციურ ველზე
ირაკლი ქადაგიშვილი - გიორგი გახარია პოლიტიკაში თუ აქტიურად შემოვა, საკმაოდ დიდი ძალის მატარებელი იქნება, ბევრ პოლიტიკოსს გაუჩენს პრობლემას, განსაკუთრებით, ოპოზიციურ ველზე

IRI-ის კვლევაში გიორგი გახარიას რეიტინგი საკმაოდ მაღალია და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რადგან ის მაშინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პრემიერ-მინისტრი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, კვლევები, რომლებიც ბოლო პერიოდში ტარდება, დიდი სანდოობით არ გამოირჩევა.

„აქ ჩვენ შეიძლება არა სიზუსტეზე, არამედ გარკვეულ ტენდენციებზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, პატრიარქის რეიტინგი მუდმივად და სტაბილურად ყველაზე მაღალია, პოლიტიკოსების რეიტინგი და გვარები კი იცვლება ხოლმე. გიორგი გახარიას რეიტინგი საკმაოდ მაღალია და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რადგან ის მაშინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და პრემიერ-მინისტრი. გარკვეულწილად, ეს მაღალი მაჩვენებელი აქედან არის განპირობებული. თუ გიორგი გახარია პოლიტიკაში აქტიურად შემოვა, იქნება საკმაოდ დიდი ძალის მატარებელი და ბევრ პოლიტიკოსს გაუჩენს პრობლემას, განსაკუთრებით, ოპოზიციურ ველზე, ესეც ნათელია, რადგან იგივე ამ კვლევებით ვხედავთ იმ ტენდენციას, რომ ის პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს თავიანთი ამომრჩევლის ნების შესრულებაზე პარლამენტში, მათი რეიტინგი ძალიან დაეცა და ბევრი მათგანის რეიტინგი საერთოდ კატასტროფულ მაჩვენებელს აჩვენებს. აქედან გამომდინარე, ეს ტენდენცია საყურადღებოა პოლიტიკოსებისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ. კერძოდ, კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, გამოკითხულთა 89 პროცენტმა დაასახელა პატრიარქი, 65-მა პროცენტმა გიორგი გახარია, 54-მა პროცენტმა კახა კალაძე.

დატოვე კომენტარი