ირაკლი ქადაგიშვილი – ღარიბაშვილი თვლის, რომ მის მიმართ პროცესი პოლიტიკურია, მაგრამ მტკიცებულებები არსებობს, გარკვეულწილად, ყველანი განვიცდით, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული

15:01, 19.10.2026

გარკვეულწილად, ყველანი განვიცდით, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი დღეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაშია მიცემული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, გასაგებია, თავად ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ მის მიმართ პროცესი პოლიტიკურია, მაგრამ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები არსებობს, რაც წინა საქმეში იდო.

„ახალი პროცესზე, რაც მის მიმართაა, ალბათ გამოძიებას თავისი მტკიცებულებები და არგუმენტები ექნება. არ მინდა ამ პროცესის ანალიზში შესვლა, ჩემი საქმე არ არის, ამას სასამართლო პროცესი გვიჩვენებს. ალბათ რეალობაა ის, რაც გამოძიებით და სასამართლოთი დამტკიცებულია და თავადაც აქვს აღიარებული. ეს არის რეალობა და თან სამწუხარო რეალობა. ხედავთ, რომ ეს ამბავი არავის უხარია და არავის მოგვწონს. გარკვეულწილად, ყველანი განვიცდით, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი დღეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაშია მიცემული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მსგავსი