ირაკლი ქადაგიშვილი - გერმანიაში ვერ გარკვეულან, საქართველოში პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვინ არიან, ეს იმის გამოხატულებაა, რასაც გერმანიის საგარეო უწყებისგან და ელჩისგან ვხედავთ
ირაკლი ქადაგიშვილი - გერმანიაში ვერ გარკვეულან, საქართველოში პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვინ არიან, ეს იმის გამოხატულებაა, რასაც გერმანიის საგარეო უწყებისგან და ელჩისგან ვხედავთ

გერმანიაში ვერ გარკვეულან, საქართველოში პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვინ არიან. ეს იმის გამოხატულება და ურთიერთკავშირია, რასაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის ელჩისგან ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს პეტერ ფიშერის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ფიშერი ამბობს: „საქართველოში ძალაუფლებაში ვინც არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში, თუმცა მათ არ შეუძლიათ, ეს უთხრან მოსახლეობას“.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეს ის არის, რასაც გერმანიას, როგორც სახელმწიფოს არ შეშვენის.

„ამ საკითხს მსუბუქად თუ შევხედავთ, გეტყვით იმას, რომ ვერ გარკვეულან, საქართველოში პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვინ არიან. ეს იმის გამოხატულება და ურთიერთკავშირია, მიზეზშედეგობრივი, რასაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და საქართველოში გერმანიის ელჩისგან ვხედავთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.