ირაკლი ქადაგიშვილი - გემი, რომელიც უცხო ქვეყნიდან მოდის, უცხო ქვეყანაში მიდის და, შეიძლება, ამ გემზე რუსეთის მოქალაქეები არიან, ამიტომ ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ?
ირაკლი ქადაგიშვილი - გემი, რომელიც უცხო ქვეყნიდან მოდის, უცხო ქვეყანაში მიდის და, შეიძლება, ამ გემზე რუსეთის მოქალაქეები არიან, ამიტომ ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ?

გემი, რომელიც უცხო ქვეყნიდან მოდის, უცხო ქვეყანაში მიდის და, შეიძლება, ამ გემზე რუსეთის მოქალაქეები არიან, ამიტომ ასეთი ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ? – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ბათუმში საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ აქციას შეეხებოდა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბოს და ესკალაცია მოახდინოს

„რა გინდათ, რას მოვაღწიოთ, საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს? თუ სადმე რუსი არსებობს, ამიტომ ყველაფერს საბოტაჟი და ობსტრუქცია გამოვუცხადოთ? ვხედავთ, რომ ტენდენციაა სიტუაციის დაძაბვის და როცა პროვოკაციას პროვოკაციით უპასუხებ, სწორედ ეს იწვევს ობსტრუქციას. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბოს და ესკალაცია მოახდინოს. იქ მოქალაქეების მიყვანაც, გარკვეულწილად, ოპოზიციის მოწოდებით მოხდა. თუ ნაკლებად შევეცდებით, რომ სიტუაციის ესკალაცია მოვახდინოთ, ეს იქნება უკეთესი. ყოველთვის იქნება შესაძლებელი, რომელიმე გემზე რუსი მოვძებნოთ, რომელიც რაღაცას იტყვის და ამის გამო მუდმივად დაძაბულობაში ვიყოთ/ არც ხელგაშლილ მიღებაზეა საუბარი. არის გემი, რომელზეც უამრავი უცხოელი ტურისტია და ვიღაც რუსი ტურისტიც, ამიტომ ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ?“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.