ირაკლი ქადაგიშვილი - გასაგებია, რომ ის პოლიტიკური წრეები, რომელთაც სააკაშვილი აქ რევოლუციის მოსაწყობად შემოაგზავნეს, ბოლომდე თავიანთი ლეგენდის ერთგულები დარჩებიან
ირაკლი ქადაგიშვილი - გასაგებია, რომ ის პოლიტიკური წრეები, რომელთაც სააკაშვილი აქ რევოლუციის მოსაწყობად შემოაგზავნეს, ბოლომდე თავიანთი ლეგენდის ერთგულები დარჩებიან

ოპოზიცია და ქვეყნის გარეთ მათი მფარველები უნდა მიეჩვიონ, რომ საქართველო ისეთივე სახელმწიფოა, როგორც სხვა ქვეყნები და საქართველოში კანონს და სასამართლოს ძალა აქვს, როგორც სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა ადამიანს მისჯილი აქვს სასჯელი, სამედიცინო პერსონალი და პენიტენციური სამსახური წყვეტენ, მოხდეს თუ არა მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დაბრუნება.

„ეს ხდება კანონიდან გამომდინარე. პოლიტიკური სპექტრი ამ ყველაფერს იყენებს. ჩვენ საქართველოს დამაზიანებელი განცხადებების მთელი კასკადი ვნახეთ სააკაშვილის პატიმრობისა და მისი ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე. ამ სპეკულაციებს დღეს უკვე გასაქანი აღარ აქვს. გასაგებია, რომ ის პოლიტიკური წრეები, რომელთაც სააკაშვილი აქ რევოლუციის მოსაწყობად შემოაგზავნეს, ბოლომდე თავიანთი ლეგენდის ერთგულები დარჩებიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.