ირაკლი ქადაგიშვილი - გასაგებია პრეზიდენტის შეშფოთება, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები ყველა დავინახავთ, რომ ამხელა აჟიოტაჟი გამოწვეული იყო წინასაარჩევნოდ ამ თემის სპეციალურად გამოყენებისთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - გასაგებია პრეზიდენტის შეშფოთება, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები ყველა დავინახავთ, რომ ამხელა აჟიოტაჟი გამოწვეული იყო წინასაარჩევნოდ ამ თემის სპეციალურად გამოყენებისთვის

გასაგებია პრეზიდენტის შეშფოთება, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები და ჩაცხრება პოლიტიკური ვნებათაღელვა, ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ ეს ამხელა აჟიოტაჟი მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იყო, წინასაარჩევნოდ ამ თემის სპეციალურად გამოყენებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მყარ და თანმიმდევრული ნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციის კუთხით.

„საქართველო ევროკავშირის დახმარებაზე უარს არ იძახის. აქ ლაპარაკი არის ძალიან ბანალურ ვითარებაზე. სახელმწიფო და მთავრობა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე დამატებითი სესხის აღება საჭირო არ არის. მაშინვე ეს ატაცებული იქნა განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს არის საქართველოს მხრიდან ევროატლანტიკური კურსის გადახვევის დამამტკიცებელი საბუთი, რაც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ბრძოლის ერთ-ერთ იარაღად არის გამოყენებული. გასაგებია პრეზიდენტის შეშფოთება, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები და ჩაცხრება პოლიტიკური ვნებათაღელვა, ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ ეს ამხელა აჟიოტაჟი მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იყო წინასაარჩევნოდ ამ თემის სპეციალურად გამოყენებისთვის. საქართველო, ჩვენი მთავრობის პირობებში ყველაზე მყარ და თანმიმდევრული ნაბიჯებით მიდის ევროინტეგრაციის კუთხით. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკასთან, აჟიოტაჟის ატეხვასთან.

რაც შეეხება პრეზიდენტის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ბუნებრივია, ცდილობს იყოს მოვლენათა დამაბალანსებელი და მისი ეს განცხადება, ჩემი აზრით, სწორედ ამას ემსახურება“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხზე უარის თქმის შესახებ დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად მისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რა განაპირობებს, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, როდესაც მოქალაქეებს ჰპირდებიან „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“, ევროპელ პარტნიორებს კი 2024 წლისთვის კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია პარტნიორების სრული ნდობის შენარჩუნება.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ყველაფერს იღონებს, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ, დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც ექვსი თვე ძირს უთხრიდა, ვერ შეძლოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“.