ირაკლი ქადაგიშვილი - გამოსავალი არის იმაში, რომ ყველა დაუბრუნდეს ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, არავინ უნდა გააკეთოს კონცენტრაცია საკუთარ ეგოზე
ირაკლი ქადაგიშვილი - გამოსავალი არის იმაში, რომ ყველა დაუბრუნდეს ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, არავინ უნდა გააკეთოს კონცენტრაცია საკუთარ ეგოზე

გამოსავალი არის იმაში, რომ ყველა დაუბრუნდეს ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, არავინ არ უნდა გააკეთოს კონცენტრაცია საკუთარ ეგოზე.

„ადამიანებმა და პოლიტიკოსებმა ადამიანების მიერ გამოხატულ აზრს პატივი უნდა სცენ და, ასევე, მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს. ამას თუ მოახერხებენ, მაშინ ისინი გააგრძელებენ ამ ადამიანების ნების გამოხატვას. ერთადერთი გამოსავალია, საკუთარ მოქალაქეებს მოუსმინონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.