ირაკლი ქადაგიშვილი - გახარიას მიზანი თუ იქნება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გადაბირება, მისი პოლიტიკური მოსავალი მიზერული იქნება
ირაკლი ქადაგიშვილი - გახარიას მიზანი თუ იქნება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გადაბირება, მისი პოლიტიკური მოსავალი მიზერული იქნება

უნდა დავინახოთ, თუ როგორი იქნება გიორგი გახარიას პარტია და რა მიზნებს ატარებს. გიორგი გახარიას პიროვნული რეიტინგი იმ მრავალი ფაქტორიდან გამომდინარეობდა, რომელიც მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერისა და პრემიერ- მინისტრის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა,

მისივე თქმით, სასურველია, რომ საქართველოსი იყოს ისეთი პარტია, რომელსაც ექნება უნარი,  პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა.

„რეიტინგის პირდაპირი კონვერტაცია, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის, რამდენად რეალური იქნება, დრო გვაჩვენებს. ვფიქრობ, თუ მისი მომავალი თუ პოლიტიკური საქმიანობის ველი იქნება მისკენ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების მიერ მიტოვებული ამომრჩევლის და მათ მიერ უგულებელყოფილი ხმების მოზიდვა, მას როგორც პოლიტიკურ პარტიას, გარკვეული წარმატების პერსპექტივა ექნება. თუ მისი მიზანი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მისკენ გადაბირება იქნება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მისი პოლიტიკური მოსავალი ძალიან მიზერული იქნება. ვისურვებდი, რომ საქართველოში ისეთი პარტია იყოს, რომელიც როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებში ვხედავთ, არ იყვნენ ჩაჟინებული მხოლოდ დესტრუქციულ დღის წესრიგს და უნარი ჰქონდეთ, პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა. ის პიროვნებები, ვინც გადავიდნენ გახარიასთან, მასთან პიროვნულად იყვნენ დაკავშირებულები და რაღაც ვალდებულებები გააჩნდათ. ვისაც პიროვნული ბმა ჰქონდათ, ისინი გადავიდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დატოვე კომენტარი