ირაკლი ქადაგიშვილი - გახარიას მიერ განვლილი გზა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ ადამიანის უმადურობასა და ღალატს თურმე საზღვარი არ აქვს
ირაკლი ქადაგიშვილი - გახარიას მიერ განვლილი გზა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ ადამიანის უმადურობასა და ღალატს თურმე საზღვარი არ აქვს

გიორგი გახარია მაშინ დაიმალა და შეშინდა, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა იყო. ამ ადამიანს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ისაუბროს, მით უმეტეს, საჯარო დებატები მოითხოვოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, გახარიას მიერ განვლილი გზა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ ადამიანის უმადურობასა და ღალატს თურმე საზღვარი არ აქვს.

„იმის გამო, რომ გახარიას რეპუტაცია და რენომე, ფაქტობრივად, ნულის დონეზეა დასული, ახლა სურს, შეეცადოს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოწვევით ისევ პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივი შეძლოს. მისი პროვოკაციული განცხადებებიც აქედან არის ნაკარნახევი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.