ირაკლი ქადაგიშვილი – ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით, მაგრამ მათი ეს მცდელობა ყოველ ჯერზე ოპოზიციის გამანადგურებელი შედეგით დამთავრდა

13:30, 20.10.2026

ოპოზიცია კარდაკარ დადიოდა და იძახდა, რამე ქენით, ეს ქვეყანა დაასანქცირეთო და ელჩებთან შეხვედრა რა გასაკვირია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ელჩები დაკავებული არიან პოლიტიკური პროცესის მართვით.

ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით, მაგრამ მათი ეს მცდელობა ყოველ ჯერზე დემოკრატიისთვის საზიანოდ და ოპოზიციის გამანადგურებელი შედეგებით დამთავრდა. ამიტომ, ამ პრაქტიკას აგრძელებენ. სხვა ხედვა, ინსტრუქცია არ აქვთ. ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნები წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და ამ დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებენ. ოპოზიციას ქვეყნის შიგნით არანაირი დასაყრდენი არ აქვს. ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ? – ეს ოპოზიცია  კარდაკარ დადიოდა და იძახდა, რამე ქენით, ეს ქვეყანა დაასანქცირეთ და რამენაირად ამ ქვეყანას უნდა გაუჭირდეს, რომ იქნებ, ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდესო. ეს იყო ამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და ელჩებთან შეხვედრა რა გასაკვირია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდენ: ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო), ირაკლი ფავლენიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“), ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებებისთვის“).

მსგავსი