ირაკლი ქადაგიშვილი - ევროსაბჭოში საქართველოსთან მიმართებაში არსებულ მიდგომას თუ შეცვლიან, მათთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ, უნდა მოხდეს გაზიარება, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროსაბჭოში საქართველოსთან მიმართებაში არსებულ მიდგომას თუ შეცვლიან, მათთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ, უნდა მოხდეს გაზიარება, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა

ჩვენი მოთხოვნაა, ის რეზოლუცია შეიცვალოს, სადაც ჩაიწერა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში არსებულ მიდგომას თუ შეცვლიან, მათთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ჩვენი მოთხოვნაა, ის რეზოლუცია შეიცვალოს, სადაც ჩაიწერა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასეთ რამეს როცა ამბობენ, მყარი არგუმენტები უნდა მოაყოლონ, რატომ სვამენ ამ საკითხს. არანაირი არგუმენტი როდესაც არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ მაღალი ტრიბუნიდან საუბრობენ, ასეთ შემთხვევაში ევროსაბჭოში მუშაობა შევაჩერეთ. ისინი საქართველოსთან მიმართებაში არსებულ მიდგომას თუ შეცვლიან, მათთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ. ეს ყველას და ყველაფერს ეხება – უნდა მოხდეს გაზიარება, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა. კითხვა ან სხვა მოსაზრება თუ გააჩნიათ, დიალოგით უნდა გაარკვიონ და არა ისე, რომ საქართველოში ჩამოვლენ, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან და ყველა პრინციპს დაარღვევენ, რადგან თავიანთი პოლიტიკური მიზნები აქვთ. ბრძოლა წააგეს და შემდეგ ფერადი რევოლუციებით სიარული დაიწყეს. ყველა თავმოყვარე სახელმწიფო სუვერენიტეტს და ხალხის არჩევანს იცავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.