ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს
ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს. ოპოზიციის მხრიდან, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ხმამაღალი განცხადებების გარდა, არაფერი მოგვისმენია, მაშინ როცა ეუთო/ოდირ-მა დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და შედგა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირს თავიდანვე უარი უნდა ეთქვა ოპოზიციისა და გარკვეული გარე პოლიტიკური წრეების მავნე ნარატივზე, რაც ექვსი თვეა, გრძელდება.
„ამ მდგომარეობიდან რაც მალე გამოვლენ და რეალურ თანამშრომლობას დაიწყებენ, მით უფრო კარგი იქნება ევროკავშირისთვისაც და საქართველოსთვისაც. ამიტომ ნელ-ნელა თუ ამ მიმართულებით მოძრაობას დაიწყებენ, ამას მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
„რადიო თავისუფლებამ“ ინტერვიუ გაავრცელა გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, მარტა კოსთან. ინტერვიუში მარტა კოსმა არ გამორიცხა კონტაქტების აღდგენა „ქართულ ოცნებასთან“.