ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირის სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით, რეკომენდაციები ოთხი მიმართულებით იქნება შესრულებული და ეს პროცესი ბოლომდე მივა
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირის სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით, რეკომენდაციები ოთხი მიმართულებით იქნება შესრულებული და ეს პროცესი ბოლომდე მივა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მესამე მოსმენით აღარ მიიღებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

„ვინაიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ორი მოსმენით არის მიღებული, პროცედურულად, მესამე მოსმენით აღარ იქნება მიღებული. სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკავშირმა კანდიდატ ქვეყნებს შესთავაზა, ბოლომდე იქნება მიყვანილი. ალბათ სექტემბრის ბოლომდე შედეგი იქნება, შესაბამისად, სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით. რეკომენდაციების რაღაც დათვლის სისტემებს თავი რომ დავანებოთ, რეკომენდაციები ოთხი მიმართულებით იქნება შესრულებული და ეს პროცესი ბოლომდე მივა. იმის გამო, რომ 12 რეკომენდაციაზე თავად ევროკავშირის დაზუსტებები არის გზადაგზა, აქედან გამომდინარე, სულ ბოლო დაზუსტება, რეკომენდაციებიდან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის ოთხი გამოიკვეთა, რაც ბორელმა საქართველოში ვიზიტის დროს გამოკვეთა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.